EBRD-მა  საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა

2015 წელს საქართველოში რეალური მშპ-ს ზრდა სავარაუდოდ, 2,3 პროცენტამდე შემცირდება

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა. როგორც EBRD-ის მიერ გამოქვეყნებულ ”რეგიონალური ეკონომიკური პერსპექტივების” ანგარიშშია აღნიშნული, 2015 წელს საქართველოში რეალური მშპ-ს ზრდა სავარაუდოდ, 2,3 პროცენტამდე შემცირდება, 2016 წელს კი 2,6 პროცენტამდე. EBRD-ის იანვარში გაკეთებული პროგნოზის თანახმად, საქართველოს რეალური მშპ-ს ზრდის პროგნოზი 4,2% იყო.

ანგარიშის თანახმად, 2015 წელს სტაგნაციაა მოსალოდნელი 35 ქვეყანაში, 2016 წელს კი მხოლოდ 1,4%-იანი ზრდა. ”ევროზონაში მონეტარული შეზღუდვების შემსუბუქების წყალობით, ცენტრალურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში ეკონომიკური პერსპექტივები უფრო ოპტიმისტური ხდება, თუმცა რეგიონის აღმოსავლეთით განვითარება უარესდება რუსეთის გაზრდილი რეცესიის გამო”, - ნათქვამია ანგარიშში.