ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი მუსლიმურ სახელმწიფოებს მოუწოდებს, რომ ისრაელთან ექსპორტი შეწყვიტონ, - ამის შესახებ ინფორმაციას ირანის სახელმწიფო მედია ავრცელებს.
„ღაზაზე დაბომბვები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. ასევე, უნდა შეწყდეს სიონისტურ რეჟიმთან ნავთობისა და სურსათის ექსპორტი“, - განაცხადა ხამენეიმ სიტყვით გამოსვლისას.
შეგახსენებთ, რომ ისრაელ-„ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ ირანმა ისრაელი შესაძლო ესკალაციის შესახებ გააფრთხილა.