გალტ & თაგარტი - 2023 წლის იანვარ-სექტემბერში ტურიზმის შემოსავლებმა რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია

გალტ & თაგარტმა მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციების შესახებ კვლევა გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, 2023 წლის იანვარ-სექტემბერში ტურიზმის შემოსავლებმა რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია და 3.25 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც თითქმის 2019 წლის ჯამურ მაჩვენებელს უტოლდება.

ამასთან, 2023 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს 4.8 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი სტუმრობდა, საიდანაც 3.7 მილიონი ტურისტი იყო, დანარჩენი კი ერთდღიანი ვიზიტორები.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, შემოსავლებისგან განსხვავებით, ტურისტული ვიზიტები ჯერ კიდევ ვერ დაუბრუნდა პანდემიამდელ ნიშნულს და 2019 წლის დონის 91.6% შეადგინა.