ფინეთმა რუსული კომპანიების კონფისკაცია მოახდინა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინური ტელე-რადიო კომპანია ავრცელებს.
როგორც მედია იტყობინება, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი, ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციებია. მათივე ინფორმაციით, ჩამონათვალშია: "სბერბანკი", კალაშნიკოვის იარაღის კონცერნი და სატელევიზო არხის მმართველი კომპანია ТВ-Новости.
ევროკავშირის მიერ შემუშავებული სანქციების მორგი პაკეტი მიზნად ისახავს, რუსეთს შეუზღუდოს მესამე ქვეყნების საშუალებით, აუცილებელ კომპონენტებსა და ტექნოლოგიებზე წვდომა.
რაც შეეხება ზარალს, "ბლუმბერგის" ინფორმაციით, ჯამში 5,3 მლრდ აშშ დოლარზეა საუბარი.