კომპანია “მარტივი შესყიდვების” ორგანიზებით, 2 დეკემბერს, წლის შემაჯამებელი „შესყიდვების კონფერენცია 2023“ ჩატარდება

ღონისძიების მიზანია შესყიდვების სფეროს გაძლიერება და სფეროს პროფესიონალთა ერთ სივრცეში შეკრება, საქმიანი კავშირების ხელშეწყობა, მონაწილეებისთვის საუკეთესო გამოცდილების და სიახლეების გაზიარება.

მოწვეულნი არიან, როგორც ქართველი ასევე უცხოელი სპიკერები. კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ:

  • მოისმინონ სფეროს წარმომადგენელთა პრეზენტაციები აქტუალურ თემებზე და დაესწრონ პანელურ დისკუსიას
  • ორი პარალელური ვორქშოპიდან აირჩიონ და მონაწილეობა მიიღონ მათთვის მეტად საინტერესო აქტივობაში
  • დაამყარონ მნიშვნელოვანი ბიზნეს კავშირები სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან
  • გაეცნონ საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი პარტნიორი კომპანიების შესაძლებლობებსა და სერვისებს
  • მონაწილეობა მიიღონ გათამაშებაში.

ღონისძიებას დაესწრება 200-ზე მეტი მონაწილე, მათ შორის: შემსყიდველები, ლოგისტიკის და საწყობის მართვის სპეციალისტები, შესყიდვებით დაინტერესებული პირები, კომპანიების წარმომადგენლები მენეჯმენტის სხვადასხვა რგოლიდან.

კონფერენციის გენერალური სპონსორები არიან კომპანიები სიგნიფაი და ედვაიზი.​ ღონისძიების პარტნიორობას უწევენ ისეთი კომპანიები, როგორიცაა ტენდერს.ჯი, ქოსთი, საკურა ფროფერთის, ჯეოჯიპიესი, ჰოთსეილი, ბია, Palitra News და BPN.

ღონისძიებაზე დასწრების ბილეთის შეძენა: tkt.ge/ProcurementConference

​ღონისძიების დეტალები: https://www.easyprocurement.ge/procurementconference2023

(R)