ოქტომბერში დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 415% - ით გაიზარდა.
ამის შესახებ ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ოქტომბრის თვეში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტით 164,176 მგზავრმა ისარგებლა. (2022 წლის ოქტომბერი 31,898 - მგზავრი).
„მგზავრთნაკადის გარდა, მნიშვნელოვნად გაიზარდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან განხორციელებული ავიარეისების რაოდენობაც და 325 %-ს მიაღწია. დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი ოქტომბერში 472 რეისს მოემსახურა. (2022 წლის ოქტომბერი 111 რეისი).
რაც შეეხება 2023 წლის იანვარ-ოქტომბრის მონაცემებს, ამ პერიოდში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მგზავრთა რეკორდულ რაოდენობას მოემსახურა. 10 თვის ჭრილში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი 1,380,548 მგზავრს მოემსახურა. რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდს 107%-ით აღემატება. (2022 წლის იანვარ-ოქტომბერი 665,732 მგზავრი). ისტორიულია 10 თვეში განხორციელებული რეისების რაოდენობაც. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი იანვარ-ოქტომბერში 2,347 რეისს მოემსახურა, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 55%-ით მეტია. (2022 წლის იანვარ-ოქტომბერი 2,646 რეისი).
2023 წლის დეკემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს Wizz Air-ის მეოთხე ბაზირებული ხომალდი და კოპენჰაგენის მიმართულება დაემატება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 5 ავიაკომპანია ოპერირებს. რეისები 18 ქვეყნის 35 მიმართულებით სრულდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.