Bloomberg-ზე ერთი დოლარი 2.7087 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.7087 ლარად ივაჭრება.

პლატფორმაზე ვაჭრობა 2.7130 კურსით დაიწყო.

ეროვნული ბანკის მიერ 3 ნოემბრის დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 2.7152 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8865 ლარია.