10 ყველაზე გავრცელებული ავტომობილი საქართველოში

2023 წლის მესამე კვარტლის მდგომარეობით საქართველოში ჯამში 1 647 629 ავტომობილია რეგისტრირებული. ამის შესახებ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

შედარებისთვის, 2022 წლის ბოლოს საქართველოში რეგისტრირებულ ავტომობილთა რაოდენობა 1 563 165 იყო.

საქსტატი ასევე გვთავაზობს მონაცემებს, თუ რომელია საქართველოში ყველაზე გავრცელებული მსუბუქი ავტომობილის მოდელები.

2023 წლის მესამე კვარტლის მდგომარეობით, მსუბუქი ავტომობილების ტოპ-ათეული ასე გამოიყურება:

  • TOYOTA PRIUS – 45 622 ერთეული;
  • OPEL ASTRA – 37 124 ერთეული;
  • FORD TRANSIT – 29 152 ერთეული;
  • VAZ 21063 – 23 101 ერთეული;
  • HONDA FIT – 22 860 ერთეული;
  • MERCEDES-BENZ C 180 – 18 465 ერთეული;
  • OPEL VECTRA - 17 166 ერთეული;
  • TOYOTA CAMRY – 16 413 ერთეული;
  • VAZ 2106 – 15 562 ერთეული;
  • TOYOTA RAV 4 – 15 071 ერთეული.

თაია არდოტელი