საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2023 წლის ოქტომბერში საქართველოში ინფლაციის წლიურმა დონემ 0.8% შეადგინა. ეს სექტემბრის წლიურ ინფლაციასთან შედარებით 0.1 პროცენტული პუნქტით უფრო მაღალია. საქსტატის თანახმად, ყველაზე მსხვილ სამომხმარებლო ჯგუფში - სურსათში ფასები წლიურ ჭრილში 1,2 პროცენტით არის შემცირებული, თუმცა ზრდა ფიქსირდება სხვა ისეთ ჯგუფებში, როგორიცაა ტრანსპორტი, რაც საწვავის გაძვირებას უკავშირდება, ასევე ფასები გაზრდილია ტანსაცმლის, ასევე სახლის მოვლისა და კომუნალური გადასახადების ჯგუფში.
,,ბიზნესპრესნიუსი" გთავაზობთ 10 საკვები პროდუქტის ჩამონათვალს, რომელზეც გასულ თვეში ფასი ყველაზე მეტად შემცირდა: