„წლის ჭრილში, ბრუნვა გაზრდილია, მაგრამ ბოლო 3 თვეა არის კლება“ – "რითეილ გრუპ ჯორჯია“

წლის ჭრილში, ბრუნვა გაზრდილია დაახლოებით, 12-13%-ით, მაგრამ ბოლო 3 თვეა არის კლება“, - ამის შესახებ "რითეილ გრუპ ჯორჯიას" დირექტორმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო პერიოდში გაყიდვების შემცირება სავარაუდოდ, უცხოელი ვიზიტორების შემცირებას უკავშირდება. როგორც რეზო მაღალაშვილი ამბობს, წელს ისრაელიდან რეკორდული რაოდენობის ტურისტი იყო, ქვეყანაში განვითარებული მოვლენები კი, საქართველოზეც ნეგატიურად ისახება.

„წლის ჭრილში, ბრუნვა გაზრდილია დაახლოებით, 12-13%-ით, მაგრამ ბოლო 3 თვეა არის კლება. სავარაუდოდ, ეს უკავშირდება შემომსვლელი ადამიანების რაოდენობის შემცირებას, გასულ პერიოდთან შედარებით. შარშან ძალიან დიდი მოზღვავება იყო ტურისტების და მიგრანტების.

ძალიან ბევრი, რეკორდული რაოდენობის ტურისტი იყო ისრაელიდან, კვლევებს რომ ვნახულობდით... ეს განსაკუთრებით შეიმჩნეოდა ბათუში. იმ მოვლენებიდან გამომდინარე, რა ახლა ხდება ისრაელში, ალბათ, ეს უარყოფითად აისახება ჩვენთანაც. თუმცა, ზოგადად, მთლიანი წელი რომ შევაჯამოთ, კარგი შედეგი გვაქვს.

რაც შეეხება ახალ ბრენდებს, ბოლო თვეებში „პარფუა“ დავაბრუნეთ საქართველოს ბაზარზე, ასევე, გავხსენით Sunglass Hut. კონკრეტული ბრენდის დასახელება არ შემიძლია, რომლის შემოყვანასაც ვგეგმავთ, თუმცა, ჩვენს ჯგუფს მსოფლიოში 80-ზე მეტი ბრენდი აქვს და საქართველოში წარმოდგენილია მხოლოდ 22 , შესაბამისად, კიდევ ბევრი ბრენდია, რომლის დამატებაც უახლოეს წლებში შევძლებთ. ამ ეტაპზე პრიორიტეტი იყო ბათუში განვითარება და საუკეთესო 10 ბრენდით გავიხსენით ბათუმის „გრანდ მოლში“, რაც დასავლეთ საქართველოს ეკონომიკის და ტურიზმის განვითარებას ძალიან შეუწყობს ხელს. იქ არ არსებობდა მსგავსი სივრცე, სადაც ტურისტებს დავახარჯვინებდით ფულს, ახლა კი ესეც შეიქმნა ჩვენი და სხვა რითეილერების, ასევე სავაჭრო ცენტრის ერთობლივი ძალისხმევით“,- ამბობს რეზო მაღალაშვილი.

ნინი ქეთელაური