Apple-ის მოწყობილობები, რომლებიც არ უნდა იყიდოთ

სექტემბერში Apple-მა თავისი ახალი სმარტფონი iPhone 15 გამოუშვა და მთავარი სიახლე მასში USB-C-ტიპის პორტით აღჭურვა გახდა. აქამდე Apple-ი iPhone-ებში Lightning-პორტს იყენებდა. კომპანიამ სმარტფონებში ამ ცვლილების შეტანა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ეს მოთხოვნა ევროკავშირმა რეგულაციის სახით წაუყენა.

ანალიტიკოსები და სფეროს წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ამ დეტალის გათვალისწინებით, ახალი თაობის სმარტფონები წინამორბედებზე დიდ უპირატესობაში არიან.

The Wall Street Journal-მა გამოაქვეყნა სტატია Apple-ის მოწყობილობების შესახებ, რომლებიც უნდა შეიძინოთ და რომლებიც არ უნდა შეიძინოთ.

გამოცემა წერს, რომ iPhone-ებში USB-C-პორტი უკვე ხელმისაწვდომია, ამიტომ ეს ნიშნავს, რომ აღარაფერში დაგჭირდებათ Lightning-ის აქსესუარების შეძენა - მიკროფონები, ყურსასმენები და ა.შ.

im-800637-1699267903.png

Apple Watch

im-800635-1699263727.png

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბრენდის ჭკვიანი საათების ბოლო ორი მოდელი Series 7 და Series 8 ერთმანეთისგან თითქმის არაფრით განსხვავდებოდა, დიდი ალბათობით, ახლის გამოსვლაზე ლოდინში დროის კარგვა არ ღირს. მითუმეტეს, რომ ლოდინი ფულის ეკონომიას ნამდვილად არ გაგიკეთებთ.

AirPods

im-801598-1699263700.png

AirPods Pro - უბრალოდ ნივთი სულაც არ არის. ერთის მხრივ, 2022 წლის სექტემბერში ისინი უკეთესი ხმის დამხშობი სისტემით წარადგინეს, თუმცა სექტემბერში გამოსული ყურსასმენი, iPhone-ის მსგავსად, გამოემშვიდობა Lightning-პორტს, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ხარისხიანი AirPods-ები გსურთ, ახალ მოდელზე უნდა შეაჩეროთ არჩევანი.

iPad

im-800638-1699263673.png

როგორც წესი, მე-10 თაობის iPad საუკეთესოა, თუ ფილმების ყურება გიყვართ. iPad Air-ის უკანასკნელი პროგრამული განახლება 2022 წლის მარტში გაეშვა, შესაბამისად, თუ iPad-ის ყიდვა გსურთ, ნუ დაელოდებით ახალს, რადგან არსებულსაც საკმაოდ კარგი მონაცემები აქვს.

ეკა დარჩიაშვილი