საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფულის გათეთრების, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების პრევენციის ფარგლებში შპს "მისო ექსპრეს კაპიტალ +"-ი ჯამში 15,000 ლარით, ხოლო სს “საბროკერო კომპანია კაუკასუს კაპიტალ ჯგუფი" 4000 ლარით დააჯარიმა.
როგორც სებ-ის განმარტებაში ვკითხულობთ, შპს "მისო ექსპრეს კაპიტალ +"-ი რამდენიმე ფაქტზე დაჯარიმდა.
კერძოდ, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 25 თებერვლის განკარგულების საფუძველზე განხორციელებული შემოწმების შედეგად გაცემული რეკომენდაციების შეუსრულებლობის ფაქტი, რაც ითვალისწინებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაჯარიმებას - 7,000 ლარის ოდენობით.
ამასთან, მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციის/გარიგების შესახებ ინფორმაციის სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარუდგენლობის 4 ფაქტი (ხსენებული წესის მე–3 მუხლის მე-3 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას - 2,000 ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე). ნახსენები დარღვევის 4 შემთხვევისთვის - ჯარიმამ - 8,000 ლარი შეადგინა.
საერთო ჯამში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია დაჯარიმდა - 15,000 ლარის ოდენობით.
რაც შეეხება სს „საბროკერო კომპანია კაუკასუს კაპიტალ ჯგუფს“, შემოწმების შედეგად გამოვლინდა, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 5 მაისის ბრძანებით დამტკიცებული „საბროკერო კომპანიების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესი“-თ გათვალისწინებული 2021 წლის პირველი ნახევრისა და 2021 წლის მეორე ნახევრის ანგარიშგებებით არასწორი ინფორმაციის წარმოდგენის 4 ფაქტი, რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. შემთხვევის 4 ფაქტი, ჯამში - 4 000 ლარით დაჯარიმებას გულისხმობს.
სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, შპს "მისო ექსპრეს კაპიტალ +"-ის მფლობელი და ერთპიროვნული დირექტორი ჯანსუღი ზეიშვილია.
ხოლო სს „საბროკერო კომპანია კაუკასუს კაპიტალ ჯგუფს“,სამეთვალყურეო საბჭიო მართავს, რომლის შემადგენლობაში არიან ნიკოლოზ ლოლაძე, გიორგი ლოლაძე, სალი ჯენიფერ უაითი. ხოლო, დირექტორია გიორგი ლოლაძე.
ინფორმაციისთვის, საქართველოს მთავრობამ AML/CFT ზედამხედველობის წესი 2018 წლის 27 ივნისს დაამტკიცა. განმარტებითი ბარათის მიხედვით, პორტალმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებით დამტკიცებით უნდა გააკონტროლოს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობა, ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესით გათვალისწინებული ანგარიშგებები;