ონისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში 2 ჰიდროელექტროსადგური აშენდება

მთავრობის გადაწყვეტილებით, ონისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში 2 ჰიდროელექტროსადგური აშენდება. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე, მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 13 საკითხი განიხილეს.

„განსახილველ საკითხთა შორის იყო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ინიცირებული 2 ჰიდროელექტროსადგურის განვითარებისა და ხელშეწყობის პროექტი. აქედან ერთი ჰესი, რომლის სიმძლავრე 11.8 მგვტ-ს შეადგენს, ონის მუნიციპალიტეტში აშენდება, ხოლო მეორე ჰესის პროექტი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში განხორციელდება, მისი სიმძლავრე 6 მეგავატამდეა. ჯამურად, ორივე ჰესის ასაშენებლად 30 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.