სპორტული ტანსაცმლის ამერიკულმა მწარმოებელმა Nike-მა New Balance-სა და Skechers-ს ტექნოლოგიური პატენტის დარღვევისთვის უჩივლა, რომელსაც ის სნეიკერების ზედა ნაწილების წარმოებაში იყენებს.
სარჩელში ნათქვამია, რომ კონკურენტებმა სპორტულ ფეხსაცმელში Nike-ის Flyknit ტექნოლოგია გამოიყენეს.
როგორც Nike-მა განმარტა, დაპატენტებული ტექნოლოგია Skechers Arch Fit, Glide Step და Ultra Flex 3 სნეიკერების, ასევე New Balance Fresh Foam-ისა და FuelCell-ის წარმოებაში გამოიყენებოდა. კომპანიამ დასძინა, რომ ეს არ არის მისი პირველი სარჩელი Skechers-ის წინააღმდეგ პატენტის დარღვევის გამო.
Reuters-ის ცნობით, Nike-მა ასევე Adidas-ს, Puma-სა და Lululemon-ს Flyknit ტექნოლოგიის პატენტის დარღვევისთვის უჩივლა. საპასუხოდ, Adidas-მა განაცხადა, რომ Nike-ის Adapt ფეხსაცმლის ტექნოლოგიით, Run Club და Training Club სავარჯიშო აპები და ფეხსაცმლის აპლიკაციამ SNKRS დაარღვია მისი პატენტები. შედეგად, Adidas-მა და Puma-მ მოახერხეს თავიანთი პრეტენზიების მოგვარება, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის.