უსახლკარობის შესამცირებლად, კანადელმა მილიონერმა 99 სახლი ააშენა

კანადელმა მილიონერმა თავის ქალაქში არსებული უსახლკარობის დაძლევის მიზნით, ადგილობრივებისთვის 99 „პატარა სახლი“ ააშენა. ამისთვის მარსელ ლებრუნმა 4 მილიონ დოლარზე მეტი საკუთარი ბიუჯეტიდან გამოყო.

“ლებრუნმა თავისი კომპანია რვანიშნა თანხად გაყიდა და გადაწყვიტა ფულის ნაწილი სერიოზული პრობლემის მოსაგვარებლად დაეხარჯა.“- წერს ladbible.

კანადაში, კერძოდ, ქალაქ ფრედერიკტონში უსახლკარო ადამიანების პრობლემა ჯერ კიდევ გასულ წელს გამწვავდა, როდესაც 1 800 ადამიანი დარჩა თავშესაფრის გარეშე. სწორედ ამის მოსაგვარებლად 12 სახლისგან შემდგარი დახურული სამეზობლოების ასაგებად მარსელმა 4 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩადო. უბანი მთლიანად შედგება 99 პატარა სახლისგან, სადაც ხალხი ცხოვრობს.

შენობებს აქვთ სამზარეულო, საძინებელი, სააბაზანო, მისაღები და მომცრო ზომის აივნები. გარდა 99 სახლისა, იგეგმება საზოგადოებრივი ცენტრის შექმნა, სადაც სამეზობლოს წევრები დასაქმდებიან.

წყარო: ladbible.com

თეონა რამაზაშვილი