დოლარის გამყარების ფონზე ოქროს ფასი ეცემა

დღევანდელი დილის მონაცემებით, ნიუ-იორკის Camex-ის ბირჟაზე ოქროს ფასი 0,6%-ით, 7,4 დოლარით დაეცა და უნციაზე 1217,80 დოლარი შეადგინა.

"როიტერის" ცნობით, გაიაფდა ვერცხლიც, რომლის ღირებულებაც 0,77%-ით შემცირდა და უნციაზე მისმა ღირებულებამ 17,33 დოლარი შეადგინა.

დღეს დილით მსოფლიო ბაზარზე, სამდღიანი კლების შემდეგ, დოლარის კურსმა კვლავ აიწია. ბოლო მონაცემებით, დოლარის ინდექსი ექვსი ძირითადი ვალუტის კალათის მიმართ 0,12%-ით, 93,50 პუნქტამდე გაიზარდა.