სტატუსის ფასი - რა ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი?

ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის ყოველწლიური ანგარიში დღეს გამოქვეყნდება. ანგარიშში შეფასებული იქნება იმ ქვეყნების მიერ მიღწეული პროგრესი, რომლებიც ბლოკში გაერთიანებისკენ ისწრაფვიან, მათ შორის დოკუმენტში საქართველოს მიერ ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტის შესრულებაც იქნება შეფასებული.

თუ რა სარგებელს გულისხმობს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი ამის შესახებ ეკო­ნო­მი­კურ და სო­ცი­ა­ლურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს ყოფილი ელჩი გერმანიაში და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის ყოფილი მინისტრი ელ­გუ­ჯა ხოკ­რიშ­ვი­ლი საუბრობს.

  • კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მქო­ნე ქვეყ­ნებს (პო­ტენ­ცი­უ­რი კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის შემ­თხვე­ვა­ში ვრცელ­დე­ბა შე­ზღუ­დუ­ლად) წვდო­მა აქვთ გა­წევ­რი­ა­ნე­ბის წინა ფი­ნან­სუ­რი ინ­სტრუ­მენ­ტის ფონ­დებ­ზე (IPA III-2021-2027), რო­მე­ლიც მო­ი­ცავს 14 მი­ლი­არდ ევ­როს და 5 თე­მა­ტურ მი­მარ­თუ­ლე­ბას:

- ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რი და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა (კან­დი­და­ტი და პო­ტენ­ცი­უ­რი კან­დი­და­ტი);

- ტრანსსა­სა­ზღვრო თა­ნამ­შრომ­ლო­ბა (კან­დი­და­ტი და პო­ტენ­ცი­უ­რი კან­დი­და­ტი);

- სა­სოფ­ლო და სა­თე­მო და­სახ­ლე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა (მხო­ლოდ კან­დი­და­ტი);

- რე­გი­ო­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა (მხო­ლოდ კან­დი­და­ტი);

- ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა (მხო­ლოდ კან­დი­და­ტი).

  • გა­წევ­რი­ა­ნე­ბის წინა ფი­ნან­სურ ინ­სტრუ­მენტზეა ასე­ვე მიბ­მუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი და სა­ინ­ვეს­ტი­ციო პროგ­რა­მა (2021-2027), რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებს სა­ერ­თა­შო­რი­სო ფი­ნან­სუ­რი ინ­სტი­ტუ­ტე­ბი­დან (EIB, KfW, EBRD, WB, IMF და ა.შ.) და კერ­ძო სექ­ტო­რი­დან 30 მი­ლი­არ­დი ევ­როს მო­ბი­ლი­ზე­ბას ( 9 მი­ლი­არ­დი გრან­ტი და 20 მი­ლი­არ­დი სა­ფი­ნან­სო ინ­სტი­ტუ­ტე­ბის ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი) და ინ­ვეს­ტი­ცი­ებს შემ­დე­გი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით - ტრან­სპორ­ტის, კერ­ძო სექ­ტო­რის გან­ვი­თა­რე­ბის, ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბის და ა.შ.
  • კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მქო­ნე ქვეყ­ნებს წვდო­მა ექ­ნე­ბათ ევ­რო­კავ­ში­რის ყვე­ლა პროგ­რა­მა­ზე ( 11 პროგ­რა­მი­დან დღეს წვდო­მა მხო­ლოდ მცი­რე ნა­წილ­ზე გვაქვს, რო­გო­რიც არის ერაზ­მოს +, ჰო­რი­ზონ­ტი 2020, კრე­ა­ტი­უ­ლი ევ­რო­პა);
  • კან­დი­დატ ქვეყ­ნებს შე­ეძ­ლე­ბათ კვლავ გა­მო­ი­ყე­ნონ ე.წ. ევ­რო­კავ­ში­რის სა­მე­ზობ­ლო, გან­ვი­თა­რე­ბის და სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის (NDICI) ინ­სტრუ­მენ­ტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი თე­მა­ტუ­რი ფონ­დე­ბი­დან და­ფი­ნან­სე­ბა, რო­მე­ლიც 2021-2027 წლე­ბის­თვის 19 მი­ლი­არდ ევ­როს შე­ად­გენს.

მისივე შეფასებით, ამ ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა კან­დი­და­ტი ქვეყ­ნე­ბის ევ­რო­პუ­ლი ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზა­ზე მიღ­წე­ულ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ პროგ­რეს­ზე. ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის კე­თილ­დღე­ო­ბის და ცხოვ­რე­ბის ხა­რის­ხის ზრდა­ზე ექ­ნე­ბა წარ­მო­უდ­გენ­ლად დიდი ხელ­შე­სა­ხე­ბი შე­დე­გი.

მსოფ­ლიო ბან­კის პროგ­ნო­ზით, ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით და­სავ­ლეთ ბალ­კა­ნე­თის ქვეყ­ნებ­ში (კვლე­ვის პე­რი­ოდ­ში უკ­რა­ი­ნა, მოლ­დო­ვა, სა­ქარ­თვე­ლო­ზე არ გა­ნი­ხი­ლე­ბო­და სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბა) მთლი­ა­ნო­ბა­ში არა მხო­ლოდ 6,7 პრო­ცენ­ტი­ა­ნი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდის გე­ნე­რი­რე­ბა არის შე­საძ­ლე­ბე­ლი, არა­მედ ამ ქვეყ­ნებ­ში პირ­და­პი­რი უცხო­უ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის მას­შტა­ბუ­რი ზრდა ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი ქვეყ­ნე­ბი­დან.

იხილეთ ასევე: რა პროექტებში გეგმავს ევროკავშირი ინვესტიციის განხორციელებას საქართველოში

თაია არდოტელი