რა პროექტებში გეგმავს ევროკავშირი ინვესტიციის განხორციელებას საქართველოში

შავი ზღვის ინტერნეტ-კაბელი, ბორანით მიმოსვლა შავ ზღვაში, მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერა - ეს არის მათ შორის ის საინვესტიციო გეგმები, რომლის განხორციელების მხარდაჭერასაც ევროკავშირი საქართველოში აპირებს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ პუბლიკაციაშია მოცემული.

როგორც წარმომადგენლობის ვებ-გვერდზე 2023 წლის სექტემბერში გამოქვეყნებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს კონკრეტული ინვესტიციებით, რათა პანდემიის შემდგომ აღდგენასა და საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესებას ხელი შეუწყოს.

უახლოეს წლებში ევროკავშირი ინვესტირებას მოახდენს შემდეგ ფლაგმანურ პროექტებში საქართველოს მასშტაბით:

  • სანდო ინტერნეტი შავი ზღვის ინტერნეტ-კაბელის და ელექტრო კაბელის საშუალებით;
  • ბორანით მიმოსვლა შავ ზღვაში;
  • 80 000 მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა;
  • მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი 1 000 სოფლის თემში;
  • სუფთა ჰაერი და ენერგოეფექტიანობა 1 მილიონი ადამიანისთვის.

იხილეთ ასევე: სტატუსის ფასი - რა ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი?

თაია არდოტელი