ნოდარ ხადური OPIC-ის წარმომადგენელს შეხვდა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ორმხრივ შეხვედრებს განაგრძობს.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით,  დღეს ფინანსთა მინისტრი OPIC-ის წარმომადგენელს ჰარის მეჰოს შეხვდა.  უწყების ცნობით, მხარეებმა OPIC-ის მხარდაჭერით საქართველოში პოტენციური პროექტების დაფინანსების შესაძლებლობები განიხილეს. ჰარის მეჰოს განცხადებით, OPIC-ი დაინტერესებულია საქართველოს, როგორც მისი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის განვითარებაში. "ჩვენ ძალიან გვიხარია ის პროგრესი, რომელსაც საქართველო განიცდის. ჩვენ ვმუშაობთ ამერიკის შეერთებული შტატების კომპანიებთან, რათა მათ კიდევ უფრო გააფართოვონ თავიანთი ბიზნესი საქართველოში, განსაკუთრებით ეს ეხება ტურისტული ბიზნესის ხელშეწყობას, რადგან ეს პრიორიტეტული სექტორია საქართველოსთვის, როგორც ტურისტულად მიმზიდველი ქვეყნისთვის," - აღნიშნა OPIC-ის წარმომადგენელმა.