პაველ ჰერჩინსკი - ველით, რომ საქართველო დაუახლოვდება ყველაფერს, რისიც ევროკავშირში გვჯერა, იმდენად, რამდენადაც შესაძლებელია

ველით, რომ საქართველო დაუახლოვდება ყველაფერს, რისიც ევროკავშირში გვჯერა, იმდენად, რამდენადაც შესაძლებელია, მათ შორის, ჩვენს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას. ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

“როდესაც საქმე ეხება იმას, თუ რას იმსახურებს ან არ იმსახურებს საქართველო - ეს დამთავრებულია. ევროკომისიამ დღეს რეკომენდაცია მისცა წევრ სახელმწიფოებს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. გულწრფელად იმედი გვაქვს, რომ ჩვენი წევრი სახელმწიფოები გაჰყვებიან ევროკომისიის რეკომენდაციას და ერთხმად გადაწყვეტენ, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს ამა წლის შუა დეკემბერში.

ველით, რომ საქართველო დაუახლოვდება ყველაფერს, რისიც ევროკავშირში გვჯერა, იმდენად, რამდენადაც შესაძლებელია. მათ შორის, ჩვენს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას. ძალიან მიხარია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სწორედ ახლა ბრიუსელში იმყოფება, ბევრი შეხვედრა ექნება. უკვეა მცდელობა, რომ საქართველოს ჩვენს საგარეო პოლიტიკასთან დაახლოების დონე გაიზარდოს და იმედი მაქვს, რომ ყოველ წელს, ყოველ თვეს ეს დაახლოების დონე გაიზრდება. რის შედეგადაც ევროკავშირის პოზიციის (რომელიც 27 წევრი სახელმწიფოს მიერ მიიღება) და საქართველოს პოზიციის შერწყმას მივიღებთ. ესაა მიმართულება. თანდათანობით ერთი უნდა გავხდეთ და ესაა მიზანი”, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.