ევროპარლამენტარები - ისტორიული მიღწევისთვის დამსახურება ეკუთვნის მხოლოდ ქართველ ხალხსა და ზოგიერთ ქართველ პოლიტიკურ ლიდერს, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტს

ისტორიული მიღწევისთვის დამსახურება ეკუთვნის მხოლოდ ქართველ ხალხსა და ზოგიერთ ქართველ პოლიტიკურ ლიდერს, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტს. ამის შესახებ 8 ევროპარლამენტარის ერთობლივ განცხადებაში არის ნათქვამი.

ევროპარლამენტარებია აღნიშნავენ, რომ ჯერ კიდევ არის ერთი ნაბიჯი ევროკავშირის კანდიდატობამდე და ვითარების მონიტორინგს გააგრძელებენ.

“საქართველო ევროპაა და ქართველები ევროპელები არიან. ეს ფაქტი ევროკომისიის მიერ მის ყოველწლიურ გაფართოების ანგარიშში კიდევ ერთხელ იქნა აღიარებული. ჩვენ, საქართველოს მეგობრები ევროპარლამენტში, მტკიცედ ვუჭერთ მხარს ევროკომისიის რეკომენდაციას საქართველოს პირობებით მიეცეს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. საქართველოს მთავრობის ნების არ ქონის მიუხედავად, გაეტარებინა ევროკომისიის თორმეტი რეკომენდაცია და ქვეყნის საგარეო პოლიტიკა ევროკავშირს დაუახლოვოს, ქართველი ხალხის, ზოგიერთი ქართველი პოლიტიკური ლიდერის, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტის, და საქართველოს ბევრი საჯარო მოხელის სურვილმა დაამტკიცა, რომ უფრო ძლიერია და მათი ევროპულობა უფრო გამძლეა. მათ, და მხოლოდ მათ, ეკუთვნით დამსახურება ამ ისტორიული მიღწევისთვის.

ჯერ კიდევ არის ერთი ნაბიჯი ევროკავშირის კანდიდატობამდე. ვაგრძელებთ ვითარების მონიტორინგს და ბევრს ვმუშაობთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ ევროკომისიისა და ევროპარლამენტის მიერ გამოხატული მხარდაჭერა 2023 წლის დეკემბერში ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაში იქნება ასახული”, - წერია განცხადებაში.

აღნიშნული განცხადების ხელმომწერები არიან ევროპარლამენტარები - პეტრას აუსტრევიჩიუსი, ვიოლა ფონ კრამონი, ანა ფოტიგა, მიხაეილ გალერი, მარკეტა გრეგოროვა, რასა იუკნევიჩიენე, ანდრიუს კუბილიუსი და სვენ მიქსერი.