KTW ჯგუფი ევროკომისიის გადაწყვეტილებას ეხმიანება

დღეს საქართველოსთვის უდავოდ ისტორიული დღეა. დღე, როდესაც ჩვენი ქვეყანა კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა ევროკავშირს. დღევანდელი გადაწყვეტილება, თვალსაჩინო დასტურია იმისა, რომ საქართველო განვითარების სწორ გზაზეა. მნიშვნელოვანია, საბოლოო მიზნისკენ - ევროკავშირში ინტეგრაციისკენ სვლა თანმიმდევრული და გონივრული ნაბიჯებით განვაგრძოთ. ვფიქრობთ, ეს რეკომენდაცია ხელშესახებ შესაძლებლობებს აჩენს როგორც ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის, ისე ბიზნეს სექტორისთვის. ევროპულ ბაზრებთან დაახლოება, კიდევ უფრო მეტ სიკეთეს მოუტანს ჩვენს ქვეყანას.

თავის მხრივ, KTW ჯგუფი წლების მანძილზე აქტიურად მუშაობდა ევროპულ ბაზარზე თავის დამკვიდრებისა და ქვეყნის პოპულარიზაციის მიმართულებით. მომავალშიც მზად ვართ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ევროპასთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისა და გაძლიერების პროცესში.სიმბოლურია, რომ ევროკომისიის ეს გადაწყვეტილება, სწორედ 8 ნოემბერს, ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეს გამოცხადდა. იმ ადამიანისა, რომელიც ჯერ კიდევ ორი საუკუნის წინ ფიქრობდა და საუბრობდა საქართველოს ევროპულ მომავალზე, ჩვენი ქვეყნის განვითარების ახალ შესაძლებლობებსა და პერსპექტივებზე, რომლის მოტანაც ჩვენთვის ევროპულ თანამეგობრობას შეუძლია. როგორც ილია ჭავჭავაძე ამბობდა, „ჩვენს ქვეყანას ევროპული გამოცდილება, მეცნიერება და განათლება სჭირდება“, რომელიც საქართველოს განვითარებისთვის სწორად უნდა გამოვიყენოთ. KTW ჯგუფი ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს ულოცავს ამ უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას და მადლობას უხდის საქართველოს მთავრობას ევროკავშირის ინტეგრაციის გზაზე გაწეული საქმიანობისთვის.

img-20231108-wa0002-1699507868.jpg

ევროპა არის საქართველოს ერთადერთი და უალტერნატივო არჩევანი, რომელიც გვჯერა, ჩვენი ქვეყნისთვის კიდევ უფრო დიდი კეთილდღეობის, ეკონომიკური წინსვლისა და განვითარების საწინდარია.

(R)