სუმა ჩაკრაბარტი: ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობამ შესანიშნავი სამუშაო გასწია

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტის, სერ სუმა ჩაკრაბარტის აზრით, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობამ შესანიშნავი სამუშაო გასწია. ამის შესახებ ჩაკრაბარტიმ ეროვნული ბანკის საქმიანობის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ დღეს გამართულ EBRD -ის ყოველწლიური შეხვედრის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. "ვფიქრობ, საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობამ შესანიშნავი სამუშაო გასწია. ჩვენ გვქონდა დისკუსიები მასთან. ყოველთვის, როდესაც ეკონომიკა არის ზეწოლის ქვეშ, რთულია ეროვნულ ბანკსა და მთავრობას შორის ურთიერთობებში ბალანსის პოვნა, მაგრამ თვითონ საქართველოს მთავრობა, მინისტრები და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ძალისხმევას არ იშურებენ ამ თანამშრომლობისთვის", - განაცხადა სუმა ჩაკრაბარტიმ.