ბიოტკოინის ფასმა რეკორდულად მოიმატა

ბიტკოინმა 2022 წლის მაისის შემდეგ რეკორდი მოხსნა. ამ დროისთვის მისი ღირებულება 36,6 ათასი დოლარია.

ბოლო რამდენიმე საათში მსოფლიოში ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტის ღირებულებამ 6,4%-ით მოიმატა. წლის დასაწყისის შემდეგ კრიპტოვალუტის ფასი დაახლოებით 120%-ით გაიზარდა.

როგორც Bloomberg-ი წერს, ფასის მატების მთავარი მამოძრავებელი ბიტკოინისთვის საბირჟო ვაჭრობის ფონდის გაშვების მოლოდინი იყო, რომელიც საშუალებას მისცემს ინვესტორებს კრიპტოვალუტა აქციების სახით ჩვეულებრივი საბროკერო ანგარიშიდან იყიდონ. გარდა ამისა, ფასს ზრდის მოლოდინი, რომ აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ დაასრულა საბაზისო განაკვეთის გაზრდა და მომავალში მონეტარული პოლიტიკის შერბილებას გააგრძელებს.

კომპანია Bernstein-ის ანალიტიკოსების აზრით, ასეთი ტემპით 2025 წლისთვის, ბიტკოინის ღირებულება შესაძლოა, 150 ათას დოლარიან ნიშნულსაც მიუახლოვდეს.

ეკა დარჩიაშვილი