თუ საქართველოს ნამდვილად სურს ევროკავშირში გაწევრიანება, მისმა მთავრობამ აქტიურად უნდა შეასრულოს ევროკავშირის პირობები - ჯიმ რიში

თუ საქართველოს ნამდვილად სურს ევროკავშირში გაწევრიანება, მისმა მთავრობამ აქტიურად უნდა შეასრულოს ევროკავშირის პირობები, მათ შორის, მომავალ წელს ჩაატაროს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, - ამის შესახებ ამერიკელი სენატორის, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრის ჯიმ რიშის განცხადებაშია აღნიშნული, სადაც უკრაინასთან, მოლდოვასთან და საქართველოსთან დაკავშირებით ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ რეკომენდაციებს ეხმაურება.

სენატორის თქმით, საქართველოს მთავრობამ უნდა დაიწყოს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ზოგიერთი პოზიციასთან თანხვედრა.

“ევროკავშირის მიმართ ევროკომისიის რეკომენდაცია დასახელდეს საქართველო ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნად, როდესაც ის კონკრეტულ პირობებს დააკმაყოფილებს, კარგი კომპრომისია. საქართველოს ხალხმა ნათლად გამოხატა თავისი ევროპული მისწრაფებები. სამწუხაროდ, დღევანდელი ხელისუფლება არ ასრულებს თავისი ხალხის სურვილებს. თუ საქართველოს ნამდვილად სურს ევროკავშირში გაწევრიანება, მისმა მთავრობამ აქტიურად უნდა შეასრულოს ევროკავშირის პირობები, მათ შორის, მომავალ წელს ჩაატაროს გადამოწმებადად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, პატივი სცეს სამოქალაქო საზოგადოებას და დაიწყოს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ზოგიერთი პოზიციასთან თანხვედრა - კონკრეტულად რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მიმართ. მოხარული ვიქნები ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მათი პოზიტიური სვლის ხილვით, როდესაც საქართველო დააკმაყოფილებს ბრიუსელის მიერ დადგენილ პირობებს“, - წერს სენატორი.