საქართველოს მასშტაბით დღემდე, სამონადირეო ლიცენზია 15 ტერიტორიაზეა გაცემული. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მიწოდებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
ამავე მონაცემების მიხედვით, ყველაზე დიდ ფართობზე ლიცენზია ამბროლაურისა და ლენტეხის სატყეო უბნებზე გაიცა, საუბარია, 97 276 ჰექტარზე, რომელიც შ.პ.ს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას“ გადაეცა.
აქვე შეგახსენებთ, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს განმარტებით, „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკამ“ სამონადირეო ლიცენზიის გაცემის მიზნით გამოცხადებულ აუქციონში გაიმარჯვა. აუქციონის პირობების თანახმად კი, სამონადირეო მეურნეობის მოწყობისთვის/ფუნქციონირებისთვის სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის მიღებიდან 5 წლის განმავლობაში, უნდა განხორციელდეს არანაკლებ 5 000 000 ლარის ინვესტიცია.
რაც შეეხება ზოგადად საქართველოს მასშტაბით, გაცემულ სამონადირეო ლიცენზიებს, გარემოს ეროვნულ სააგენტოზე დაყრდნობით, გთავაზობთ ინფორმაციას კონკრეტული ფართებისა და კომპანიების შესახებ:
- ქარელის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, გვერძინეთ-ტყემლოვანის სატყეო უბნის 10 181 ჰექტარი ფართობის ტერიტორიაზე ლიცენზია კომპანია „მიუნჰაუზენს“ გადაეცა
- ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი ალაზნის სატყეო უნისა და აფენის სატყეო უბნის ტერიტორია, 4 562 ჰეტარი - კომპანია „ფაუნა“
- ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი, აფენის სატყეო უბნის ტერიტორია, 438 ჰექტარი - შ.პ.ს „ს.მ. ედემი“
- გურჯაანის სოფ.კოლაგის მიმდებარე ტერიტორია და ლაგოდეხის სატყეო მეურნეობა, 424 ჰექტარი - შ.პ.ს „კოლაგი“
- გურჯაანის სოფ.კარდანახის მიმდებარე ტერიტორია და ლაგოდეხის სატყეო მეურნეობა, 404 ჰექტარი - შ.პ.ს „ალაზნის ჭალა“
- ბოლნისისა და მარნეულის რაიონი(ფოლადაურის ხეობა), 11 583 ჰექტარი - შ.პ.ს „კავკასია“
- ამბროლაურის სატყეო მეურნეობის სადმელის სატყეო ტერიტორია, 3489 ჰექტარი - შ.პ.ს „კაპირა“
- იორის აღკვეთილის ტერიტორია, 834 - შ.პ.ს „იორის რესურსები“
- თიანეთის სატყეო უბნის, ყოფილი არტაანის სატყეო, 2 653 ჰექტარი - შ.პ.ს „ბორბალო ჯგუფი“
- თიანეთის სატყეო უბნის, ზარიძის ყოფილი სატყეო უბნის ტერიტორია, 2 325 ჰექტარი - შ.პ.ს „ჰანთინგ ტურ ჯორჯია“
- გარდაბნის აღკვეთილის ტერიტორია, 3 079,4 ჰექტარი - შ.პ.ს „გარდაბნის მეურნეობა“
- ოდიშის სატყეო მეურნეობა, ჯვარისა და მანაგის სატყეო უბნების ტერიტორია, 2 292 ჰექტარი - შ.პ.ს „ვიქტორია 2012“
- ყორუღის აღკვეთილის ტერიტორია, 830 ჰექტარი - შ.პ.ს „იორის ჭალები“
- იორის აღკვეთილისა და ჭაჭუნის აღკვეთილის ტერიტორიები, 663 ჰექტარი - შ.პ.ს „მონადირე“
- ონის, ამბროლაურისა და ლენტეხის სატყეო უბნების ტერიტორია, 97 276 ჰექტარი, შ.პ.ს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკა“