მიმდინარე წელს, გასულ წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ცოცხალი ყვავილების იმპორტი 1,4 მლნ აშშ დოლარით გიზარდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში 3,661 მლნ აშშ დოლარის ყვავილები შემოვიდა, წინა წლის 9 თვეში - 2,178 მლნ აშშ დოლარის.
ამასთან, წელს იმპორტირებული ყვავილების თითქმის 29% სომხეთზე მოდის, შემდეგია ეკვადორი 26,4%-ით და ნიდერლანდები 26,3%-ით.
გარდა ამისა, წელს ყვავილები მცირე რაოდენობით შემოვიდა საფრანგეთიდან, იტალიიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან და რუსეთიდან.
აქვე, აღსანიშნავია, რომ წელს, იგივე საანგარიშო პერიოდში, საქართველოდან ყვავილების ექსპორტმა 24.5 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, საიდანაც 23.1 ათასი აშშ დოლარის უკრაინაში, ხოლო 1.3 ათასი აშშ დოლარის სომხეთში გავიდა.