„საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, ბათუმი-თბილისის რეისზე მოძრაობა მაქსიმუმ 30 წუთში განახლდება.
ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს რკინიგზის „ფეისბუქ“ გვერდზე ვრცელდებდა.
„მაღალი ძაბვის ქსელზე შექმნილი ტექნიკური პრობლემის გამო, შეფერხდა ბათუმი-თბილისის რეისი. საქართველოს რკინიგზის ტექნიკური ბრიგადა უკვე მუშაობს და უმოკლეს პერიოდში (მაქსიმუმ 30 წუთში) ვიმედოვნებთ მოძრაობის განახლებას“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.