გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ, „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მასშტაბით, ჯამში 15 სამონადირეო ლიცენზიაა გაცემული.
აღნიშნულ უწყებასა და სამეწარმეო რეესტრზე დაყრდნობით, „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ მონაცემებს იმ კომპანიების შესახებ, ვისზეც სამონადირეო ლიცენზიებია გაცემული.
ქარელის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, გვერძინეთ-ტყემლოვანის სატყეო უბნის ტერიტორიაზე ლიცენზია „მიუნჰაუზენს“ გადაეცა. სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანიის 20%-იანი წილები ეკუთვნით: მალხაზ კორკოტაძეს, ჯემალ კემუხტაშვილს, სიმონ გუნცაძეს, კონსტანტინე გელაშვილს და ზურაბ მღებრიშვილს. დირექტორია ჯემალ კემუხტაშვილი.
შ.პ.ს „ფაუნა“ (ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი ალაზნის სატყეო უნისა და აფენის სატყეო უბნის ტერიტორია) - კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია თეიმურაზ ტყემალაძე, ხოლო დირექტორია გიორგი წურწუმია.
შ.პ.ს „ს.მ. ედემი“ (ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი, აფენის სატყეო უბნის ტერიტორია) - სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, ს.მ ედემის“ 45-45-იანი წილები ეკუთვნის კომპანიებს „ფაუნა“ და „ზიმო“, ამათგან „ფაუნა“, როგორც უკვე აღვნიშნეთ, თეიმურაზ ტყემალაძეს ეკუთვნის, ხოლო „ზიმოს“ 20%-იანი წილები განაწილებული აქვთ: ზურაბ კიკნაძეს, ილია ქავთარაძეს, ლევან მარშანიას, გია უროტაძეს და ალექსანდრე მაღრაძეს.
რაც შეეხება „ს.მ. ედემის“ დარჩენილ 5-5%-ან წილებს, ზურაბ და სოლომონ ტყემალაძეებს ეკუთვნით. დირექტორია ზურაბ ტყემალაძე.
შ.პ.ს „კოლაგი“ (გურჯაანის სოფ. კოლაგის მიმდებარე ტერიტორია და ლაგოდეხის სატყეო მეურნეობა) - კომპანიის 68%-იანი წილი ეკუთვნის ბიძინა სონღულაშვილს, 18% - ნონა სონღულაშვილს, ხოლო 14% - თამაზი სონღულაშვილს. კომპანიის დირექტორია ბადრი სონღულაშვილი.
შ.პ.ს „ალაზნის ჭალა“ (გურჯაანის სოფ. კარდანახის მიმდებარე ტერიტორია და ლაგოდეხის სატყეო მეურნეობა) - სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანია ეკუთვნის საქართველო-რუსეთის ორმაგ მოქალაქეს იოსებ ნადირაძეს, რომელიც დირექტორის პოსტსაც თავადვე იკავებს.
შ.პ.ს „კავკასია“ (ბოლნისისა და მარნეულის რაიონი (ფოლადაურის ხეობა) - კომპანიის 80% ეკუთვნის ევგენი ხარბედიას, ხოლო 20% მიხეილ გულვერდაშვილს. კომპანიის დირექტორია მანანა მარიდაშვილი.
შ.პ.ს „კაპირა“ (ამბროლაურის სატყეო მეურნეობის სადმელის სატყეო ტერიტორია) - სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანიის 63% ეკუთვნის ლევან იოსელიანს, 25% ბერდია ელგუჯაურს, 12% ლევან დარახველიძეს. დირექტორია კახაბერ თუთარაშვილი.
შ.პ.ს. „იორის რესურსები“ (იორის აღკვეთილის ტერიტორია) - სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანიის 38-38%-იანი წილები ეკუთვნის „გლობალ ტრანსს“ და „ქართული ტრადიცია“, 10% - კახაბერ ხუჭუას, 9% - ბესარიონ ხუჭუას, ხოლო 5% გიორგი საგინაშვილს. კომპანიის დირექტორია ზვიად ამირიძე.
თავის მხრივ, „გლობალ ტრანსს“ მარშალის კუნძულებზე რეგისტრირებულ „ ჩემექსიმ ინტერნეშენალს ეკუთვნის, ხოლო კომპანია „ქართული ტრადიციის“ 50%-იან წილს ფლობს მამუკა ხაზარაძე (წილის მმართველია ნიკა ხაზარაძე), და 50%-ს ბადრი ჯაფარიძე (წილის მმართველია თამარ ჯაფარიძე).
შ.პ.ს „ბორბალო ჯგუფი“ (თიანეთის სატყეო უბნის, ყოფილი არტაანის სატყეო) - სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანიის 43.75%-ს ფლობს თეიმურაზ ბაზუაშვილი, 25%-ს გოჩა აბრამიშვილი, 18.75%-ს ბადრი ჯაფარიძე (წილის მმართველია თამარ ჯაფარიძე), ხოლო 6.25%-იან წილებს ფლობენ მამუკა ხაზარაძე და გიორგი კეკელიძე.
შ.პ.ს „ჰანთინგ ტურ ჯორჯია“ (თიანეთის სატყეო უბნის, ზარიძის ყოფილი სატყეო უბნის ტერიტორია) - კომპანიის 51.04%-იან წილს ფლობს თამაზ შაფაქიძე, ხოლო 8,16%-იანი წილებს: ზურაბ მაღალაშვილი, გოჩა ნოზაძე, სოლომონ ბლუაშვილი, მიხეილ მახვილაძე, ალექსანდრე სარჯველაძე და კახაბერ შაფაქიძე. დირექტორის პოსტს იკავებს ზურაბ მაღალაშვილი.
შ.პ.ს „გარდაბნის მეურნეობა“ (გარდაბნის აღკვეთილის ტერიტორია) - როგორც სამეწარმეო რეესტრის ვებ-გვერდზეა აღნიშნული, კომპანიის 50%-იან წილს ფლობს მამუკა მერკვილაძე, ხოლო 25-25%-იან წილებს „მეიდანია“ და „იმპექსი“. დირექტორია მიხეილ ბეგიაშვილი.
თავის მხრივ, შპს „მეიდანის“ მფლობელია ლაშა ქევანიშვილი, ხოლო შპს „იმპექსის“ - აკაკი ჩხენკელი.
შ.პ.ს „ვიქტორია 2012“ (ოდიშის სატყეო მეურნეობა, ჯვარისა და მანაგის სატყეო უბნების ტერიტორია) - სამეწარმეო რეესტრის მიხედვით კომპანიის მფლობელი და დირექტორი ალექსანდრე ხარებავაა.
შ.პ.ს „იორის ჭალები“ (ყორუღის აღკვეთილის ტერიტორია) - კომპანია ეკუთვნის დიმიტრი სალთხუციშვილს. თავადვე იკავებს დირექტორის პოსტსაც.
შ.პ.ს „მონადირე“ (იორის აღკვეთილისა და ჭაჭუნის აღკვეთილის ტერიტორიები) - სამეწარმეო რეესტრის მიხედვით კომპანიის მფლობელია დურმიშხან კუხიანიძე, ხოლო დირექტორი ელიზბარ მენთეშაშვილი.
შ.პ.ს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკა“ (ონის, ამბროლაურისა და ლენტეხის სატყეო უბნების ტერიტორია) - სამეწარმეო რეესტრის მიხედვით ამ უკანასკნელს კომპანია „გლობალ ვიქთორი ჯეორჯია“ ფლობს, ხოლო დირექტორია კახა ამისულაშვილი. თავის მხრივ, „გლობალ ვიქთორი ჯეორჯია“ არაბთა გაერთიანებული საემიროებში რეგისტრირებულ GLOBAL VICTORY INVESTMENTS LIMITED-ს ეკუთვნის.
იხილეთ ასევე: რომელ ტერიტორიებზე და ვისზე გაიცა სამონადირეო ლიცენზიები