ვის ეკუთვნის ციფრული ბანკი "ჰეში", რომელზეც სებ-მა ლიცენზია უკვე გასცა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ციფრული ბანკის ლიცენზირების პრინციპების გათვალისწინებით, სს „ჰეშზე“ საბანკო საქმიანობის ლიცენზია გასცა. სებ-ის ინფორმაციით, „ჰეშის“ ბიზნეს მიმართულება ციფრულ ბანკად ფუნქციონირებაა, რომელიც აპირებს, საბანკო სერვისების მიწოდება ძირითადად ელექტრონული არხებით განახორციელოს. ბანკი მიზნად ისახავს ციფრულ სტრატეგიაზე გადასასვლელად განაწყოს ბაზრის როგორც ტრადიციული, ასევე ტექნოლოგიებზე ორიენტირებული მომხმარებელი.

სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, „ჰეში“ 2022 წლის აგვისტოში დაფუძნდა. ბანკის საწესდებო კაპიტალი 16 634 100 ლარს შეადგენს.

აქციონერები არიან:

  • ვოლოდიმირ ნოსოვი: უკრაინის მოქალაქე, 103,950 აქცია, საწესდებო კაპიტალის 50%;
  • სულხან პაპაშვილი, საქართველოს მოქალაქე, 63,403 აქცია, საწესდებო კაპიტალის 30.5%;
  • ლაშა პაპაშვილი, საქართველოს მოქალაქე, 40,541 აქცია, საწესდებო კაპიტალის 19.5%.
  • ნანა ქებურია: საქართველოს მოქალაქე, 2,100 პრივილეგირებული აქცია (ხმის უფლების გარეშე).

ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობა ასე ნაწილდება:

  • ნანა ქებურია;
  • მერაბი კაკულია;
  • გოჩა მაცაბერიძე;
  • თეონა მაკალათია.

დირექტორთა საბჭო:

  • თავმჯდომარე/წევრი: გიორგი ჩანადირი
  • წევრი: გიორგი ქეშელაშვილი
  • წევრი: ირაკლი ჩახნაშვილი

ამ ლიცენზიის გაცემის შემდეგ, საქართველოს საბანკო სექტორი 16 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი.