საქართველოს საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების სიგრძე გაიზარდა

საქართველოს საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების სიგრძე გაიზარდა და 2022 წლისთვის 41,073.3 კილომეტრი შეადგინა - ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მონაცემებზე დაყრდნობით აქვეყნებს.

ამავე სტატისტიკის მიხედვით, საერთაშორისო მნიშვნელობის გზების სიგრძე 1,593.4 კილომეტრს შეადგენს, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის - 5,460.3 კილომეტრი, ხოლო ადგილობრივი მნიშვნელობის გზების სიგრძე 34,019.6 კილომეტრია.

რაც შეეხება რეგიონების მიხედვით საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების სიგრძეს, ასე გამოიყურება:

  • იმერეთი - 7 271.9 კილომეტრი
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი - 6 932.5 კილომეტრი
  • აჭარა - 5,053.6 კილომეტრი
  • კახეთი - 4,558.6 კილომეტრი
  • გურია - 3,884.9 კილომეტრი
  • ქვემო ქართლი - 3,510.7 კილომეტრი
  • სამცხე-ჯავახეთი - 2,830.2 კილომეტრი
  • მცხეთა-მთიანეთი - 2,163.2 კილომეტრი
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2,119.9 კილომეტრი
  • შიდა ქართლი - 2,090.2 კილომეტრი
  • აფხაზეთი - 605.6 კილომეტრი
  • თბილისი - 52 კილომეტრი