ონლაინ ვიდეორეკლამის ბაზრის შემოსავლები გაიზრდება და მიმდინარე წელს ამ ბაზრის მოთამაშეები 13,8 მილიარდ დოლარს გამოიმუშავებენ.
როგორც ანალიტიკური კომპანია Vidiro-ს ანგარიშშია აღნიშნული, 2017 წლისთვის ონლაინ ვიდეორეკლამის მოგება 19 მილიარ დოლარს შეადგნს.
კომპანიის ანალიტიკოსის ელენ მარულის თქმით, ონლაინ ვიდეორეკლამის ბაზარი აღმავლობის ხანას განიცდის.
”რეკლამის დამკვეთები სულ უფრო ახლოს ეცნობიან ამ ფორმატს და უფრო მეტად იხრებიან ონლაინ ვიდეორეკლამისკენ”, - აღნიშნა ელენ მარულიმ.
კომპანიაში ასევე პროგნოზირებენ, რომ ზოგიერთ რეგიონში ინტერნეტ რეკლამა სატელევიზიო რეკლამის ბიუჯეტებს ”შეავიწროვებს”.
”2017 წელს დასავლეთ ევროპაში სატელევიზიო რეკლამაზე სარეკლამო ბიუჯეტის მხოლოდ 28% მოვა”, - ნათქვამია Vidiro-ს ანგარიშში.
უცხოელი ანალიტიკოსების განცხადებით, სატელევიზიო მაუწყებლობები უკვე სერიოზულად გრძნობენ ონლაინ ვიდეორეკლამის გავლენას. Vidiro-ს ინფორმაციით, 2013 წლიდან მოყოლებული მნიშვნელოვნად გაიზარდა ონლაინ ვიდეორეკლამის მაყურებელთა აუდიტორია.