რა ქონებას ფლობს ბარაკ ობამა?

დოკუმენტის მიხედვით, ობამების ოჯახის ქონება 1,9-დან 6,9 მილიონ დოლარს შეადგენს. ობამების ქონების დიდი ნაწილი ფასიან ქაღალდებშია გამოსახული, აქტივების ნაწილს საპენსიო ფონდში შენახული თანხა წარმოადგენს. ამას გარდა, 130 ათასი დოლარის შემოსავალი მოუტანა პრეზიდენტის ოჯახს წიგნის "ბარაკ ობამას" გაყიდვებმა. ქონების დეკლარაციის მიხედვით, ობამები ჩიკაგოში 500 ათას დოლარის ღირებულების სახლს ფლობენ. რაც შეეხება დანახარჯებს, თეთრი სახლის ლიდერმა და მისმა მეუღლემ გასული წლის განმავლობაში 93 ათას დოლარზე მეტი ოდენობის გადასახადი გადაიხადეს.

აშშ-ის კანონმდებლობის მიხედვით, მთავრობის წარმომადგენლები ყოველწლიურად აქვეყნებენ ქონებრივ დეკლარაციას. თუმცა, როგორც წესი, არ არის ხოლმე დაკონკრეტებული ზუსტი თანხა, რასაც ესა თუ ის მაღალჩინოსანი ფლობს. ქონებრივ დეკლარაციაში მხოლოდ  ქონების რაოდენობის ზედა და ქვედა ზღვარია აღნიშნული.

ქონებრივი დეკლარაცია აპრილში რუსეთის პრეზიდენტმაც გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, მან 2014 წლის განმავლობაში 7,65 მილიონი რუბლი გამოიმუშავა, რაც 153 ათას დოლარს შეადგენს.