კარლ ბილდტი რუსული ნავთობკომპანიის მრჩეველი გახდა

"როიტერის" ცნობით, კარლ ბილდტი იმ კომპანიას გაუწევს კონსულტაციებს, რომელსაც რუსი ოლიგარქი, მიხაილ ფრიდმანი ხელმძღვანელობს. ფრიდმანი რუსეთში ყველაზე გავლენიანი მაგნატი და რიგით მეორე ყველაზე მდიდარი ადამიანია. გავრცელებული ცნობით, ფრიდმანის კომპანია LetterOne-ს ყოფილი შვედი მაღალჩინოსანი ნავთობისა და გაზის საკითხებთან დაკავშირებით გარიგებებზე მუშაობაში დაეხმარება.

ბილდტის დანიშვნამდე ცოტა ხნით ადრე ფრიდმანმა განცხადა, რომ იგი ბრიტანეთის ვაჭრობის ყოფილ მინისტრ მერვინ დევისს კომპანიის დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელად ნიშნავს. "ჩვენ მოხარულები ვართ, რომ შევკრიბეთ მსოფლიო დონის მრჩეველთა ჯგუფი იმისათვის, რომ დაგვეხმარონ ზრდაში", - განაცხადა რუსმა ოლიგარქმა.

კარლ ბილდტი 2006-2014 წლებში შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა. 1991-1994 წლებში ქვეყნის პრემიერ-მინისტრიც იყო. იგი აქტიურად გამოდის რუსეთის ქმედებების კრიტიკით და მხარს უჭერს უკრაინაში შექმნილი კრიზისის გამო დასავლეთის მიერ მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს.