გრეტა ტუნბერგი - მოზარდი აქტივისტის გზა მილიონერობამდე

15 წლის გრეტა ტუნბერგი თავისი “არალოგიკური თავხედობით“ მსოფლიოს ყურადღების ცენტრში 2018 წელს მოექცა. მის მოძრაობას “პარასკევები მომავლისთვის“ (FFF), სადაც მოოსწავლეები სკოლის ნაცვლად, კლიმატის ცვლილების გასაპროტესტებლად ქუჩაში გადიოდნენ, 2018-დან 2021 წლამდე, 24 ქვეყნიდან 17,000 სტუდენტი შეუერთდა.

2019 წლის ბოლოს, TIME Magazine-მა დუეინ ჯონსონთან და სხვა გავლენიან ადამიანებთან ერთად ტუნბერგი "წლის ადამიანად" დაასახელა.

ჟურნალმა Nature-მა ის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მეცნიერ ადამიანებს შორის დაასახელა, ხოლო Apolitical.co-მ იგი "კლიმატის პოლიტიკაში ყველაზე გავლენიან 100 ადამიანს" შორის შეიყვანა.

2021 წლისთვის გრეტა ტუნბერგს უკვე მიღებული ჰქონდა ჯილდოს სახით 2,5 მილიონ დოლარზე მეტი. გარდა ამისა, აქტივისტმა ხელი მოაწერა წიგნების გამომცემლებთან და მონაწილეობა მიიღო სატელევიზიო შოუებში.

საჯარო წყაროების მიხედვით, გრეტა დღეს 2 მლნ-ზე მეტს ფლობს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ფულის უმეტეს ნაწილს ის ქველმოქმედებას წირავს.

greta1-1700226261.jpg

ბავშვობა

გრეტა ტინტინ ელეონარა ერნმან ტუნბერგი შვედეთში, სტოკჰოლმში დაიბადა. მისი დედაა მალენა ერნმანი, ხოლო მამა- სვანტე ტუნბერგი.

ასპერგერის დიაგნოზს გრეტასთვის ხელი არ შეუშლია, რომ ადრეულ ასაკშივე ოჯახი და მეგობრები ეკოლოგიურად სუფთა არჩევანის გაკეთებაში დაერწმუნებინა. სწორედ მისი მიდრეკილებებს გამო, იგი გახდა ცნობილი კლიმატის დამცველი შვედეთში და საერთაშორისო დონეზე.

ტუნბერგის მოძრაობა „პარასკევი მომავლისთვის“ (FFF) 2018 წელს შვედეთის პარლამენტის კარებთან, მარტივი პროტესტის სახით დაიწყო. გრეტა და მისი მეგობრების მცირე ჯგუფი ისხდნენ პლაკატებით, რომლებზეც ეწერა „სკოლის გაფიცვა კლიმატისთვის“ და „თუ უფროსები არაფრად აგდებენ ჩემს მომავალს, მეც არაფრად ჩავაგდებ“.

მისმა თამამმა პროტესტმა მედიის ყურადღება მიიპყრო და “პარასკევის მომავლის“ დაბადება განაპირობა.

"როგორ ბედავ!": გლობალური პოპულარობა

2019- 2020 წლებში, კლიმატის აქტივიზმზე ფოკუსირებისთვის გრეტამ სკოლა დატოვა.

2019 წლის აპრილში ტუნბერგმა ევროპარლამენტს ამაღელვებელი სიტყვით მიმართა. მოზარდის გაბრაზებულმა, თვალცრემლიანმა და პრინციპულმა მიმართვამ მსოფლიო ლიდერების ყურადღება მიიპყრო.

greta2-1700226322.jpg

თემაც არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო: გრეტამ განაცხადა, რომ მსოფლიო მეექვსე მასობრივი გადაშენების ზღვარზე იყო და ლიდერებს სთხოვდა სწრაფად ემოქმედათ.

რამდენიმე დღის შემდეგ მან ბრიტანელ კანონმდებლებს ვესტმინსტერში ლექცია წაუკითხა და თქვა:

”თქვენ არ უსმენთ მეცნიერებას, რადგან გაინტერესებთ მხოლოდ გადაწყვეტილებები, რომლებიც საშუალებას მოგცემთ გააგრძელოთ ცხოვრება ისე, როგორც ადრე.”

2019 წლის სექტემბერში მან იახტით გადაკვეთა ატლანტის ოკეანე ნიუ- იორკში გაეროს კლიმატის სამოქმედო სამიტზე გამოსვლისთვის.

მაშინ ტუნბერგი არჩევდა არ ემოგზაურა თვითმფრინავით, რადგან ფრენები მსოფლიოში C02 გამონაბოლქვის ორ პროცენტზე მეტს შეადგენენ და ნაცვლად ამისა, მზის ენერგიაზე მომუშავე 60-ფუტიანი იახტით, სახელწოდებით Malizia II იმგზავრა.

20 სექტემბერს მას მიესალმა მილიონობით კლიმატის ცვლილების მომიტინგე ნიუ-იორკში, ხოლო 23 სექტემბერს გაეროს კლიმატის სამიტზე წარმოთქვა ახლა ცნობილი ფრაზა: „როგორ ბედავ!“.

ტუნბერგმა გააკრიტიკა მსოფლიო ლიდერები კლიმატის ცვლილებაზე მოქმედებაზე უარის თქმის გამო. მისმა გამოსვლამ მილიონობით ნახვა და გაზიარება მოიპოვა სოციალურ მედიაში და გამოიწვია ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გაბრაზება Twitter-ზე.

პრიზები, ჯილდოები და ფილანტროპია

ტუნბერგი, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის სამგზის ნომინანტია. მას უამრავი მხარდამჭერი და დონორი ჰყავს, რომელთა რესურსებსც აქტივისტი სხვადასხვა მიზნებისთვის იყნებს.

აღსანიშნავი შემთხვევებია:

  • Justin Sun's-ის 1 მლნ დოლარიანი შემოწირულობა (2018)
  • Alternative Nobel Prize (ალტერნატიული ნობელის პრემია): 100,000 დოლარის ოდენობის (2019)
  • Human Act ჯილდო: 100,000 დოლარის ოდენობის (2020)
  • Gulbenkian Prize for Humanity (გულბენკიანის პრემია კაცობრიობისთვის): 1.14 მილიონი დოლარი (2020) და სხვა

2021 წელს ტუნბერგმა თავისი ფონდის მეშვეობით COVID-19 ვაქცინის თანაბარი განაწილების მხარდასაჭერად 120,290 დოლარი შესწირა. მაშინ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა შეაქო მისი ქმედებები და მოუწოდა მსოფლიო ლიდერებს მიბაძონ მას.

2022 წელს გრეტამ შვედეთში ირმის ჰაბიტატად გამოყენებულ მიწაზე რკინის მადნის მაღაროს აღმართვის გეგმებთან ბრძოლას 200,000 დოლარი შესწირა. გარდა ამისა, ტუნბერგმა გააფორმა მრავალი წიგნისა და ფილმის გარიგება.

2020 წელს შედგა მისი დოკუმენტური ფილმის “მე ვარ გრეტა“-ს პრემიერა. 2021 წელს მან ითამაშა ფილმში გრეტა ტუნბერგი: ერთი წელი მსოფლიოს შესაცვლელად. სულ ოთხი ეპიზოდი გავიდა Hulu-სა და BBC One-ზე.

წყარო: therichest.com

თეონა რამაზაშვილი