2023 წლის ყველაზე ძვირად ღირებული თვალის ჩრდილის პალიტრები - რას ირჩევენ ქალები

მთლიანობაში, გლობალური პანდემიისა და ინფლაციის ერთი-ორი დარტყმის წყალობით, მაღალი კლასის მაკიაჟმა გაყიდვებში ვარდნა განიცადა.

11 ოქტომბერს, Refinery29 დაფიქრდა საკითზე, დამთავრდა თუ არა ძვირად ღირებული ჩრდილების პალიტრების აყვავების პერიოდი? Refinery29-ს მოჰყვა “დეინფლუესინგის“ ვიდეოები და მათი ფოკუსირება კოლექციის შემცირებაზე.

2023 წელს სულ თითზე ჩამოსათვლელი თვალი ჩრდილების პალიტრა იყო, რომელმაც ფასის გამო, ყველაზე ძვირად ღირებული პროდუქციის ნიშა დაიკავა. როდესაც, წინა წლებში, მათი რაოდენობა ბევრად ჭარბობდა.

საინტერსოა, რა ღირს ყველზე მოთხოვნადი, მაღალი კლასის თვალის ჩრდილებისს პალიტრა? წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს.

Pat McGrath Labs Mothership VIII Divine Rose Eyeshadow Palette

რთული იქნება ყველაზე ძვირად ღირებული ჩრდილების პალიტრების ჩამოთვლა Pat McGrath Labs-ის ჩანაწერის გარეშე, რომელიც ცნობილია თავისი ვირუსულად პოპულარული, მაღალი დონის შეთავაზებებით.

ათი მაღალი ზემოქმედების ჩრდილის ეს მაცდუნებელი ნაკრები ბრწყინვალედ ერწყმის ერთმანეთს. ინკლუზიური პალიტრა შექმნილია კანის ყველა ტონზე მუშაობისთვის.

რბილი და კრემისებური ტექსტურების შერწყმა განსაცვიფრებელ მეტალის პიგმენტებთან ერთად განაპირობებს ხავერდოვან და უაღრესად დახვეწილ ჩრდილებს.

მისი ფასი 128 დოლარია.

palitra1-1700226625.jpg

Natasha Denona Biba Palette

ნეიტრალური ჩრდილების მოყვარულებო, ნატაშა დენონას ბიბა პალიტრა არის პასუხი თქვენს ლოცვებზე. მისი ფასი 129 დოლარია. პალიტრას აქვს ოთხი კრემისებური თვალის ჩრდილი, სამი მეტალიკი და რვა მქრქალი.

ნეიტრალური, თბილი და ცივი ტონებით შექმნილი ლუქს პალიტრა შეიძლება გამოყენებულ იქნას ნებისმიერი სასურველი იერსახის მისაღწევად.

palitra2-1700226633.jpg

Diorshow 10 Couleurs Eyeshadow Palette

სპეციალური და შეზღუდული გამოცემის კუტურ ლეოპარდის პრინტით წარმოდგენილი, Dior-ის მაღალი კლასის 10 Coleurs პალიტრა შეიცავს ათ მაღალ პიგმენტურ, კარაქივით რბილ ფერებს. ჩრდილები უნაკლოდ ერწყმის ქუთუთოების ირგვლივ წვრილ ხაზებს.

კრისტიან დიორის მუზის, მიცა ბრიკარდის შთაგონებით შექმნილი, ეს ლუქს პალიტრა 151 დოლარად იყიდება.

palitra3-1700226641.jpg

Gucci Beaute Des Yeux Gorgeous Flora Eyeshadow Palette

Gucci-ს Beaute Des Yeux Gorgeous Flora პალიტრა გამოირჩევა თორმეტი მდიდრული ელფერით. მას აქვს შვიდი მქრქალი ჩრდილი, სამი მეტალის ჩრდილი და ორი ატლასის.

მის ფასი 152 დოლარია.

palitra4-1700226648.jpg

Natasha Denona Eyeshadow Palette 28

სიის სათავეში არის 239 დოლარის ღირებულების ნატაშა დენონას 28 ფერიანი ყავისფერი-მწვანე თვალის ჩრდილების პალიტრა.

Denona-ს დახვეწილი ფორმულა შეხებისას არის აბრეშუმისებრი-რბილი.

palitra5-1700226656.jpg

წყარო: therichest.com

თეონა რამაზაშვილი