კომპანია Amazon-ი გეგმავს, ხმოვანი ასისტენტი Alexa-ს განყოფილებიდან რამდენიმე ასეული ადამიანი გაათავისუფლოს. მიზანი კომპანიის ხარჯების შემცირების პროგრამის შემუშავებაა. ინფორმაციას CNBC ავრცელებს.
სამსახურიდან გათავისუფლება შეეხება განყოფილების თანამშრომლებს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის შეერთებულ შტატებში, კანადასა და ინდოეთში.
ცნობისათვის, 2023 წლის დასაწყისიდან კომპანიის კაპიტალიზაცია 71,5%-ით, 1,48 ტრილიონ დოლარამდე გაიზარდა.