რუსეთმა რკინიგზით დიზელის საზღვარგარეთ მიწოდებაზე შეზღუდვა ძალაში დატოვა

რუსეთის ხელისუფლებამ რკინიგზით დიზელის საწვავის საზღვარგარეთ მიწოდებაზე შეზღუდვა არ გააუქმა. ინფორმაციას „კომერსანტი" ავრცელებს.

გადაწყვეტილება მიზნად ქვეყნის შიგნით ზამთრის დიზელის საწვავის მოცულობის შენარჩუნებას ისახავს.

როგორც „კომერსანტი“ წერს, დეკემბერში, შესაძლოა, 200-300 ათასი ტონა ბენზინი რკინიგზით ექსპორტზე პორტების გავლით გაიგზავნოს. გამოცემის ერთ-ერთმა წყარომ განაცხადა, რომ რუსეთის რკინიგზამ ამ საწვავის ექსპორტზე განაცხადების დამტკიცება უკვე განაახლა.

მანამდე რუსეთის ენერგეტიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის მთავრობამ რუსეთის ფედერაციიდან ბენზინის ექსპორტზე შეზღუდვების მოხსნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

ეკა დარჩიაშვილი