ჯორჯ ჰარისონის გიტარა თითქმის ნახევარ მილიონ დოლარად გაიყიდა

უცნობმა კოლექციონერმა ჯორჯ ჰარისონის ელექტროგიტარაში 490 ათასი დოლარი გაიდახადა.

ნიუ იორკში, ჯულიენის აუქციონზე ჯორჯ ჰარისონის გიტარა თითქმის ნახევარ მილიონ დოლარად გაიყიდა.

”ნიუ იორკ თაიმსის” ცნობით, უცნობმა კოლექციონერმა ჯორჯ ჰარისონის ელექტროგიტარაში, რომელიც კომპანია Mastersound-მა 1963 წელს გამოუშვა, 490 ათასი დოლარი გაიდახადა.

ჯულიენის აქუციონის წარმომადგენლის განცხადებით, ჯორჯ ჰარისონმა გიტარა ერთ-ერთი ბრიტანულ მაღაზიაში დროებით, ქირით გამოიტანა და 1963 წლის ზაფხულში გამართულ რამდენიმე კონცერტზე გამოიყენა.

ჯორჯ ჰარისონის გიტარა ნიუ იორკში გამართული ორდღიანი აუქციონის ყველაზე ძვირად ღირებული ლოტი გახდა. ამავე აუქციონზე 122 ათას დოლარად გაიყიდა ელვის პრესლის კუთვნილი ე.წ. ”პინგვინის” კოსტიუმი, რომელიც როკ-ენ-როლის მეფეს 1975 წელს ლას ვეგასში გამართულ კონცერტზე ეცვა. 40 ათასი დოლარად გაიყიდა 1967 წელს ელვის პრესლისა და პრისცილა პრესლის ქორწინების მოწმობა. უცნობმა კოლექციონერმა ჯულიენის აუქციონზე 59 ათასი დოლარი გაიდახადა ჯიმი ჰენდრიქსის გიტარაში.