იტალიაში სიღარიბის დონე იზრდება

იტალიში ყოველი 12-ე იტალიელი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. ინფორმაციას Euronews სტატისტიკის ეროვნული ინსტიტუტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების ცნობით, ციფრები მუდმივად მზარდია და ქვეყანაში პირველადი მოხმარების საგნების, მათ შორის, საკვების ან ტანსაცმლის შეძენა სულ უფრო მეტ ადამიანს არ შეუძლია.

იტალიაში სიღარიბის ზრდის რამდენიმე მიზეზი სახელდება, როგორიც არის ინფლაცია, ეკონომიკური ზრდის დაბალი ტემპი და სოციალური დახმარების შემცირება.

ევროსტატის მონაცემებით, მხოლოდ იტალიაში სიღარიბე ევროკავშირის საერთო საშუალო მაჩვენებელზე მეტ მოქალაქეს ემუქრება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ