წელს, 10 თვეში ელექტრომობილების იმპორტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში 1 586 ერთეული (43,575 მლნ აშშ დოლარი) ელექტროძრავიანი ავტომობილი შემოვიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 1 059 ერთეული (24,004 მლნ აშშ დოლარი).
რაც შეხება გასული წლების მაჩვენებლებს, საქსტატის მონაცემებით, პირველად ელექტრომობილები 2017 წელს შემოვიდა, კერძოდ, (10 თვეში), 581 ერთეული (3,944 მლნ აშშ დოლარი), ხოლო, 2018 წელის იანვარ-ოქტომბერში უკვე 808 ერთეულამდე (5,223 მლნ აშშ დოლარი) გაიზარდა. 2019 წელის ანალოგიურ პერიოდში ელექტროძრავიანი ავტომობილების იმპორტმა 865 ერთეული (8,762 მლნ აშშ დოლარი) შეადგინა, 2020 წლის იგივე საანგარიშო პერიოდში - 345 ერთეული (5,413 მლნ აშშ დოლარი), 2021 წლის 10 თვეში კი - 303 ერთეული (5,847 მლნ აშშ დოლარი).
ამასთან, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს იანვარ-ოქტომბერში 269 ერთეული (9,024 მლნ აშშ დოლარი) ელექტროძრავიანი ავტომობილის რეექსპორტი განხორციელდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში - 265 ერთეულის (5,436 მლნ აშშ დოლარი).