უკრაინის ომის დაწყებიდან რუსეთმა წიაღისეული საწვავიდან 551 მლრდ ევროს შემოსავალი მიიღო

უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, ანუ 2022 წლის 24 თებერვლიდან მიმდინარე წლის 13 ნოემბრამდე რუსეთმა წიაღისეული საწვავის (ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის) გაყიდვიდან 551 მლრდ ევრო გამოიმუშავა. მონაცემებს ბაზრის შემსწავლელი ცენტრის, CREA-ის (Center for Research on Energy and Clean Air) ვებგვერდი ავრცელებს.

რუსეთის შემოსავლის უმეტესი ნაწილი, ანუ, დაახლოებით, 68% ნავთობის წილია, დანარჩენი კი გაზსა და ქვანახშირს შორის ნაწილდება.

მხოლოდ ევროკავშირში 2022 წლის თებერვლიდან წიაღისეული საწვავის ექსპორტიდან მიღებულმა რუსეთის შემოსავალმა 181 მლრდ ევრო შეადგინა.

თავისი წიაღისეულის უმეტეს ნაწილს რუსეთი ჩინეთში აგზავნის, სადაც ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტიდან წელს, თითქმის, 57,5 ​​მლრდ ევროს, გაზიდან 8,5 მლრდ ევროს, ხოლო ქვანახშირიდან 9,6 მლრდ ევროს შემოსავალი მიიღო.

მეორე ადგილზე ინდოეთია, რომელმაც 75,9 მლრდ ევროს რუსული ნავთობი და 4,3 მლრდ ევროს ქვანახშირი შეიძინა. მესამეზე ევროკავშირია, სადაც, ემბარგოს მიუხედავად, წელს 14 მლრდ ევროს რუსული ნავთობი და 13,7 მლრდ ევროს გაზი შევიდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ