საქართველოში ირიგაციული სისტემებიდან 694 მლნ კუბური მეტრი, საყოფაცხოვრებო სექტორში კი 639 მლნ კუბური მეტრი წყალი დაიკარგა

გასულ წელს, საქართველოში ირიგაციული სისტემებიდან 694 მლნ კუბური მეტრი, საყოფაცხოვრებო სექტორში კი 639 მლნ კუბური მეტრი წყალი დაიკარგა. ამის შესახებ ინფორმაციას „რეფორმეტრი“ ავრცელებს.

„2022 წლის მდგომარეობით საქართველოში წყლის დანაკარგები კვლავ მაღალ ნიშნულზეა.

2022 წელს წყლის დანაკარგები ირიგაციული სისტემებიდან საგრძნობლად გაიზარდა და მოცულობით (694 მლნ მ3) მცირედით აღემატება კიდეც საყოფაცხოვრებო სექტორში დაკარგული წყლის რაოდენობას (639 მლნ მ3).

2022 წლის მდგომარეობით, საყოფაცხოვრებო სექტორში გაშვებული წყლის მოცულობიდან 72%, ხოლო ირიგაციული სისტემებიდან 33% დაიკარგა.

წყლის რესურსების მართვის რეფორმის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, მოსალოდნელია აღნიშნული ინდიკატორის დადებითი დინამიკით განვითარება,“- აღნიშნულია რეფორმეტრის ინფორმაციაში.

402259086-313381061446399-5956508173532236881-n-1700549208.jpg

თაია არდოტელი