სემ ალტმანი OpenAI-ის დირექტორად დაბრუნდა

კომპანია OpenAI-მ სელ ალტმანთან მიაღწია შეთანხმებას, რომლის თანახმადაც ეს უკანასკნელი კომპანიის გენერალური დირექტორის პოსტს უბრუნდება. როგორც Forbes-ი წერს, ალტმანი ახალ დირექტორთა საბჭოს შექმნის.

ამ ფაქტით, OpenAI-მ დაასრულა მის გარშემო წარმოქმნილი დრამა, რომლის ყველაზე შოკისმომგვრელი ფაქტი დირექტორთა საბჭოზე ალტმანის თანამდებობიდან გათავისუფლება გახდა.

სოციალურ ქსელ X-ზე, კომპანიამ შესაბამისი განცხადება უკვე გამოაქვეყნა:

dd-1700646364.png

თავად ალტმანმა განაცხადა, რომ მას უყვარს OpenAI და ყველაფერი, რაც მან ბოლო დღეებში გააკეთა, ამ გუნდის ერთიანობის შესანარჩუნებლად იყო.

ამ ფაქტზე კომენტარი გააკეთა Microsoft-ის დირექტორმა, სატია ნადელამ და განაცხადა, რომ OpenAI-ს დირექტორთა საბჭოს ცვლილება პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯია სტაბილური, ეფექტური და კარგად ინფორმირებული მართვისთვის.

ალტმანის დაბრუნება OpenAI-ში, ChatGPT-ის შემქმნელის რამდენიმედღიანი დრამის დასასრულია, რომელიც მოულოდნელად კომპანიიდან მისი გათავისუფლებით დაიწყო. მალევე, ოლტმანის გადაბირება Microsoft-მა სცადა, თუმცა, როგორც ჩანს, ეს უკანასკნელი OpenAI-ის ერთგული დარჩა.

იხილეთ ასევე: ChatGPT-ის დამფუძნებელი სემ ალტმანი Microsoft-ის გუნდს შეუერთდა, მას შემდეგ, რაც OpenAI-მ ის გაათავისუფლა

ეკა დარჩიაშვილი