ოქტომბერში ბათუმში 1 247 ბინა გაიყიდა - ფასები იანვარ-ოქტომბერში გაზრდილია

2023 წლის ოქტომბერში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 1 247 ერთეული შეადგინა და წინა წლის ოქტომბერთან შედარებით 26%-ით შემცირდა. ამის შესახებ „ქოლიერსის“ კვლევაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, ბაზრის ზომა 20%-ით, 55 მილიონ აშშ დოლარამდეა შემცირებული.

„2023 წლის ოქტომბერში ბათუმში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 26%-იანი კლება ფიქსირდება. ძველ პროექტებში კი 2022 წლის ოქტომბერთან შედარებით მაჩვენებელი 21%-ით შემცირდა.

2023 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში კი, ბათუმში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2022 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 16%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 9%-იანი ზრდა დაფიქსირდა,“- აღნიშნულია კვლევაში.

თაია არდოტელი