თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთი პროგნოზირებულზე ორჯერ მეტად გაზარდა

თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთი კონსენსუს-პროგნოზზე მეტად, ანუ 5 პროცენტული პუნქტით, წელიწადში 35%-დან 40%-მდე გაზარდა. ამის შესახებ ცენტრალური ბანკის განცხადებაში წერია.

ანალიტიკოსები, საშუალოდ, 2,5%-იან, ანუ წელიწადში 37.5%-მდე ზრდას მოელოდნენ.

განაკვეთის ახალი დონე 2003 წლის შუა პერიოდის შემდეგ ყველაზე მაღალია. მიმდინარე წლის ივნისიდან, ინფლაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, განაკვეთი ზედიზედ ექვსჯერ, მთლიანობაში, 31,5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

ამასთან, ცენტრალური ბანკი განმარტავს, რომ განაკვეთების ზრდის ციკლი უახლოეს მომავალში დასრულდება.

ბანკი ინფლაციური ზეწოლის შენარჩუნებას აღიარებს, რასაც შიდა მოთხოვნისა და მომსახურების სექტორში ფასების მდგრადი ზრდის ფაქტორები, ასევე, გეოპოლიტიკური რისკები იწვევს.

ოქტომბერში წლიური ინფლაცია თურქეთში 61,36%-ს შეადგენდა. არსებობს რისკი, რომ მომავალ წელს ქვეყანაში ფასების ზრდის ტემპი დაჩქარდეს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ