ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე - TT Warsaw მონაწილეობს

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე - TT Warsaw მონაწილეობს.

ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითა და პოლონეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, გამოფენაში მონაწილეობას იღებს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, იმერეთის, სამეგრელოსა და სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია და 15-მდე ქართული ტურისტული კომპანია.

„გამოფენის ფარგლებში, საქართველოს სტენდზე დამთვალიერებლებს საშუალება აქვთ გაეცნონ საქართველოს ტურისტულ შესაძლებლობებს და მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია ქვეყნის ძირითადი ტურისტული მიმართულებების შესახებ.

„TT Warsaw 2023- ში 50 ქვეყნის 247 კომპანია მონაწილეობს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.