2024 წლიდან საქართველოში ინფრასტრუქტურული ხარჯების შემცირებაა მოსალოდნელი

საჯარო ინფრასტრუქტურის ხარჯები პიკს სავარაუდოდ, 2023-2024 წლებში მიაღწევს, 2024 წლის შემდეგ კი, კლებაა მოსალოდნელი - ამის შესახებ tbc კაპიტალი წერს.

კვლევითი ორგანიზაციის პროგნოზით, 2024 წლიდან მოსალოდნელია ინფრასტრუქტურული ხარჯების შემცირება. ეს შემცირება ემთხვევა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე აღებული ვალდებულებების ფისკალურ კონსოლიდაციაზე ორიენტირებას. საბიუჯეტო სტრატეგია გულისხმობს კაპიტალური ხარჯების შემცირებას, თუმცა უცვლელი დარჩება მიმდინარე ხარჯებს.

მათივე ცნობით, საჯარო ინფრასტრუქტურის ხარჯები 2020 წლამდე მუდმივად იზრდებოდა, სანამ პანდემიასთან დაკავშირებულმა შეზღუდვებმა სამშენებლო პროექტების შეფერხება არ გამოიწვია. 2021 წლიდან დაწყებული ინფრასტრუქტურულ პროექტებზე კი დანახარჯებმა აღმავალი ტრაექტორია განაახლა.

tbc კაპიტალი, ასევე მიმოიხილავს ინფრასტრუქტურული ხარჯების სტრუქტურას, 2017-2022 წლებში ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობის წილი მთლიანი ინფრასტრუქტურული ხარჯებში ყველაზე დიდი 44% იყო, რასაც მოჰყვა მაგისტრალების მშენებლობა და მოვლა, რამაც მთლიანი ხარჯების 22% დაიკავა.

აღსანიშნავია, რომ სამშენებლო მრეწველობაში გამოყენებული მასალების ფასების ინდექსებმა ბოლო წლებში აღმავალი ტენდენცია აჩვენა. ინფრასტრუქტურული პროექტების ხარჯების ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ფაქტორი სამშენებლო მასალებთან დაკავშირებული ხარჯების ზრდაა.

თამარ მუკბანიანი