მსოფლიოს უდიდესი აისბერგი 30 წლის შემდეგ ამოძრავდა - რა საფრთხეს ელოდებიან მეცნიერები?

მსოფ­ლი­ოს უდი­დე­სი აის­ბერ­გი, რო­მე­ლიც 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ოკე­ა­ნის ფსკერ­ზე იყო მი­ჯაჭ­ვუ­ლი, ამოძ­რავ­და.

A23a - ასე უწო­დე­ბენ აის­ბერგს, რო­მე­ლიც ან­ტარ­ქტი­დის სა­ნა­პი­რო ზოლ­ზე 1986 წელს წარ­მო­იქ­მნა. ის ბოლო რამ­დე­ნი­მე წე­ლია ამოძ­რავ­და, სა­ბო­ლო­ოდ, ვე­დე­ლის ზღვა­ში გა­ჩერ­და და არ­სე­ბი­თად, ყი­ნუ­ლის კუნ­ძუ­ლად იქცა. მისი ფარ­თო­ბი 4 000 კვ. კმ-ია, რაც ორ­ჯერ აღე­მა­ტე­ბა დიდი ლონ­დო­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ ერ­თე­ულს.

A23a-ს ყი­ნუ­ლის სის­ქე და­ახ­ლო­ე­ბით 400 მეტ­რია, რაც ევ­რო­პის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ცა­თამბჯე­ნის სი­მაღ­ლეს 90 მეტ­რით აღე­მა­ტე­ბა.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რამ გა­მო­იწ­ვია 40 წლის შემ­დეგ ამ აის­ბერ­გის ამოძ­რა­ვე­ბა?

"რამ­დე­ნი­მე კო­ლე­გას ვკი­თხე ამის შე­სა­ხებ, მა­ინ­ტე­რე­სებ­და, იყო თუ არა რა­ი­მე ცვლი­ლე­ბა წყლის ტემ­პე­რა­ტუ­რა­ში, რა­მაც მისი პრო­ვო­ცი­რე­ბა გა­მო­იწ­ვია?" - ამ­ბობს დოქ­ტო­რი ენ­დრიუ ფლე­მინ­გი, დის­ტან­ცი­უ­რი ზონ­დი­რე­ბის ექ­სპერ­ტი ან­ტარ­ქტი­დის კვლე­ვის ჯგუ­ფი­დან.

"A23a 1986 წელს წა­მო­იქ­მნა, მაგ­რამ დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ის ზო­მა­ში უნდა შემ­ცი­რე­ბუ­ლი­ყო, რათა სა­ბო­ლო­ოდ, ძალა და­ე­კარ­გა და გა­და­ად­გი­ლე­ბა და­ე­წყო. მისი მოძ­რა­ო­ბა პირ­ვე­ლად 2020 წელს შევ­ნიშ­ნე",- დას­ძენს ფლე­მინ­გი.

A23a ბოლო თვე­ე­ბის მან­ძილ­ზე კი­დევ უფრო აქ­ტი­უ­რად ამოძ­რავ­და. ამას ხელი წყლის დი­ნე­ბებ­მა და ქა­რებ­მა შე­უ­წყო და სულ მალე, აის­ბერ­გი ან­ტარ­ქტი­დის ჩრდი­ლო­ეთ წვერს გა­ივ­ლის. სა­ბო­ლო­ოდ, ყვე­ლა აის­ბერ­გი დნო­ბის­თვი­საა გან­წი­რუ­ლი, თუმ­ცა მეც­ნი­ე­რე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ ისი­ნი, A23a-ის პროგ­რესს ყუ­რა­დღე­ბით და­აკ­ვირ­დე­ბი­ან. მეც­ნი­ე­რე­ბის მზარ­დი ინ­ტე­რე­სი ამ უშ­ვე­ლე­ბე­ლი აის­ბერ­გის მი­მართ, კვე­ბის ჯაჭვში მისი რო­ლის დამ­სა­ხუ­რე­ბაა.

მეც­ნი­ე­რე­ბის თქმით, თუ A23a სამ­ხრეთ ჯორ­ჯი­ას კუნ­ძულ­თან გა­ჩერ­დე­ბა, ეს მი­ლი­ო­ნო­ბით სე­ლაპს, პინგვინს და ზღვის ფრინ­ვე­ლე­ბის სხვა სა­ხე­ო­ბებს პრობ­ლე­მებს შე­უქ­მნის. განაგრძეთ კითხვა