ნავთობის ფასი გაიზარდა

ერაყსა და იემენში მიმდინარე შეტაკებების ფონზე, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები გაიზარდა.

დღევანდელი დილის მონაცემებით, ”ბრენტის” მარკის ტიპის ნავთობზე ფასი 0,13%-ით, 65 ცენტით გაიზარდა და ბარელზე 67,46 დოლარი შეადგინა. WTI-ის ტიპის ნავთობზე ფასმა კი 79 ცენტით მოიმატა და ბარელზე 60,48 დოლარი შეადგინა.

წუხელ, ჰუმანიტარული ზავის ვადის ამოწურვის შემდეგ,  არაბული კოალიციის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავებმა ქალაქ ადენში მდებარე შენობებზე იერიში მიიტანეს.

”შავი ოქროს” ფასის ზრდა გამოიწვია ასევე ”ისლამური სახელმწიფოს” მიერ ერაყის ქალაქ რამადის დაკავებამაც.

”ტრეიდერები ყურადღებით ადევნებენ თვალს რეგიონში მიმდინარე მოვლენებს, რადგან ეს ყველაფერი ნავთობის ფასებზე აისხება”, - აღნიშნა საინფორმაციო სააგენტო Platts-ის ხელმძღვანელმა ვანდა ჰარიმ.